LA_BOHEM_CS6_285x400-01 2 copy 3.png

ხმელთაშუა

რესტორანი

თბილისში

 
 

თბილისის შუა გულში უკვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ მედიტერიანული კერძები.

 

მიმზიდველი რესტორანი „ლა ბოემი“  მდებარეობს თბილისის გულში, კერძოდ კი ვაკეში.

„ლა ბოემს“ ჰყავს შესანიშნავი თანამშრომლებით დაკომპლექტებული საერთაშორისო გუნდი, რომლებიც იყენებენ ადგილობრივ და სეზონურ ინგრედიენტებს და ქმნიან უნიკალურ კერძებს თანამედროვე ხმელთაშუაზღვისპირეთის სამზარეულოს ბაზაზე. ჩვენი გუნდი გამოირჩევა გასაოცარი მომსახურებით.

თბილ თვეებში მზის სხივების ქვეშ გაზრდილი ქორფა მწვანილი და ბოსტნეული კიდევ უფრო მეტ არომატს მატებს ჩვენს კერძებსა და კოქტეილებს.

სახელწოდება „ლა ბოემი“ გულისხმობს თავისუფალ, უდარდელ და სასიამოვნო ცხოვრების სტილს. ეს ნიშნავს იცხოვრო დღევანდელი დღით და არ იფიქრო შეცდომებზე. მობრძანდით მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, ივახშმეთ, განიტვირთეთ და შეაჯამეთ დღე ერთად.

 

 

ტელეფონის ნომერი

+995 555 66 11 66

 

მდებარეობა

თბილისი, ვაკე, ირაკლი აბაშიძის 34-36

 

სამოუშაო საათები

ყოველდღე 12:00 - 02:00

დეტალები რეზერვაციისათვის

მაგიდა შეგიძლიათ დაჯავშნოთ  ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მისამართზე  reservation@laboheme.restaurant ან მობილური ტელეფონის საშუალებით, ნომერზე  +995 555 66 11 66 . ელექტრონული ფოსტით მიღებულ  ჯავშნებს ვინიშნავთ და თანმიმდევრობით ვალაგებთ მიღების თარიღისა და დროის მიხედვით. გთხოვთ, გარკვევით დაწეროთ თქვენი სახელი, სტუმრების რაოდენობა, სტუმრობის თარიღი და რა თქმა უნდა, ტელეფონის ნომერი.


რაც შეეხება ჯავშნებს, რომლებიც სტუმრობამდე მაქსიმუმ 2 საათით ადრე კეთდება, მათ ვიღებთ მხოლოდ ტელეფონით. 

ჩვენ სიხარულით შევხვდებით სტუმრებს, რომლებიც წინასწარი ჯავშნის გარეშე გვეწვევიან და მაქსიმალურად ვეცდებით ადგილის გარეშე არ დავტოვოთ ისინი.


სტუმართა ჯგუფის ჯავშნის დეტალები

რეზერვაციისათვის სტუმართა ჯგუფის ჯავშანი საკრედიტო ბარათს მოითხოვს, აგრეთვე დადასტურებული უნდა იყოს ჯავშნის დღე.

იმ ჯავშნის გაუქმება, რომელიც 6 სტუმრამდეა, უნდა მოხდეს 24 საათით ადრე, ხოლო 7 სტუმრიდან ზევით 48 საათით ადრე. ყველა შემთხვევაში, გთხოვთ, 2 საათით ადრე შეგვატყობინოთ ცვლილების შესახებ.

თუ ჯავშნის გაუქმება ან ცვლილება მასში მოცემული დროის ინტერვალებში არ განხორციელდება, გაუქმებისათვის თითო ადამიანზე 30 ლარი იქნება გადასახდელი.


რეზერვაციის დროის დეტალები

სტუმართა ჯგუფს, რომელიც აგვიანებს, 10 წუთის შემდეგ ვუკავშირდებით და ვარკვევთ მათ ადგილმდებარეობას. ჯავშანში დაფიქსირებული დროიდან 15 წუთის შემდეგ, თუკი არ მივიღებთ რამე სახის ინფორმაციას, ჯავშანი გაუქმდება.

გთხოვთ გაგვიგოთ, ეს ყველაფერი განპირობებულია რესტორნის ზომითა და ადგილების რაოდენობით. თუკი გაგვიანდებათ, უნდა დაგვიკავშირდეთ, რათა თავიდან ავიცილოთ გაუგებრობა და შევძლოთ თქვენი და თქვენი სტუმრების მაგიდასთან მოთავსება.

სხვა დეტალები


- გადახდა შესაძლებელია როგორც ნაღდი ფულით, ასევე საკრედიტო ბარათით (Master/Visa) 

- აუცილებელია შეგვატყობინოთ კვებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რათა თავი დავიზღვიოთ და მოგართვათ შესაბამისი კერძები. თუ ინფორმაცია ამის შესახებ დაჯავშნის დროს არ მიგითითებიათ, გთხოვთ დაუკავშირდეთ რესტორანს.

ბავშვთა  სტუმრობის დეტალები:

ნებისმიერი ასაკის ბავშვს შეუძლია გვესტუმროს ლანჩზე, ხოლო 10 წლიდან ზემოთ კი ვახშამზე.

დრესკოდი:

Smart Casual

სახელი *
სახელი
ჯავშნის თარიღი *
ჯავშნის თარიღი
ჯავშნის დრო *
ჯავშნის დრო
ჩვეულებრივი ჟავშანი 6 პერსონამდე 6 პერსონაზე მეტის შემთხვევაში გთხოვთ დაკვიკაბშირდეთ
თუ გსურთ